“ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია არის მართვადი” – ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის დამფუძნებელი

ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებლის, გია გრძელიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ისე არ არის, რომ კონტროლს არ ექვემდებარებოდეს.

ამის შესახებ მან პრემიერმინისტრთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“პრემიერმინისტრთან შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში იმართება და ხდება როგორც არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე – პრობლემური საკითხების ოპერატიულად გადაჭრა; სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ისე არ არის, რომ კონტროლს არ ექვემდებარებოდეს”, – აღნიშნა გრძელიძემ.

მისი თქმით, გადაჭარბებულია შეფასებები, თითქოს, სისტემა ჩამოშლილია.

„აბსოლუტურად სწორად, ორგანიზებულად, პრობლემების ეტაპობრივი გადალახვის გზით ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია არის მართვადი. რა თქმა უნდა, პაციენტების ემოციური განწყობა მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო რომელიმე პაციენტს ტოვებს ან დაუტოვებია უყურადღებოდ, საპანიკო არაფერი არ არის”, – განაცხადა გია გრძელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები