დიდუბეში, იოსელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
იოსელიანის ქუჩაზე 1112 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიური. მოუმართავი ინფრასტრუქტურა ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.
ასფალტის დაგების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 81 724 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები