„რადიკალური მიდგომით ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდის ფარგლებში გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება.
„რადიკალური მიდგომით ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება იქნება რეალიზებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომპრომისული ნაბიჯების შედეგად მესამე რაუნდში, რომელიც ძალიან მალე შედგება, გარკვეულ შეთანხმებას შევძლებთ”,- განაცხადა კახიანმა.