გიორგი ვოლსკი: გუშინ, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დედას აგინებდნენ, 7 ნოემბრის ჯალათს უწოდებდნენ და დღეს ამბობენ, რომ ერთნი ვართ – სახელმწიფოს ხომ დაანგრევენ ესენი

პოლიტიკური სასწორის პინაზე ერთ მხარეს დევს ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ხოლო მეორეზე სახელმწიფოს ინტერესები და სტაბილურობა, – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თმით, ოპოზიცია ცდილობს უზრდელობით თავისი დივიდენდი მიიღონ.

„წარმოიდგინეთ, სულ რომ „ქართული ოცნება“ გაიწიოს  ვინ შეიძლება დარჩეს მოლაპარაკების მაგიდაზე – სადისტი, თაღლითი, პოპულისტი და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ამომრჩეველს ამაზე პოზიტიური რეაგირება ექნებათ.

ისინი ცდილობენ, რომ უზრდელობით თავიანთი დივიდენდები მიიღონ, დაარწმუნონ საზოგადოება და წამყვანები, თითქოს, ოლიმპის სიმაღლეზე არიან. რომ გადავხედოთ, გუშინ რას ამბობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები  ერთმანეთზე –  დედის გინებიდან დაწყებული დამთავრებული ყველაფრით, ერთი ყვირის მეორეზე – 7 ნოემბრის მთავარი შემოქმედი არის ესა და ეს, მთავარი ჯალათი, – დღეს ამობობენ, რომ ერთნი ვართ, სახელმწიფოს ხომ დაანგრევენ ესენი.

პოლიტიკური სასწორის პინაზე ერთ მხარეს დევს ის, რასაც ოპოპზიცია ითხოვს, ხოლო მეორეზე სახელმწიფოს ინტერესები და სტაბილურობა.

მე მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატი კი არ ვარ, არამედ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წარმოვადგენ, რომლის შეკვეთაც არ არის, რომ ოპონენტის ლანძღვას ვუსმინო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას არჩევნებს  ბოიკოტს უცხადებს და მეორე ტურებში მონაწილეობას არ ღებულობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები