ოპოზიციის რიგებში არიან ისეთებიც, რომლებიც სწორად ფიქრობენ – ხვდებიან, რომ საპარლამენტო ტრიპუნიდან ოპონირება სწორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა გიორგი კახიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური სივცრე ყველასთვის დარჩება.
„ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური სივრცე იყოს დარჩენილი, მათ შორის, მათთვისაც რომლებიც გარკვეული პროცესების ტყვეობაში არიან, ვგულისხმობ, ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათზე თავზე მოხვეულ პროცესებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და მეორე მხრივ, საკუთარი განცხადებების ტყვეობაში ვხედავ მათ, თითქოს, უკან დასახევ გზას არ იტოვებენ ისე საუბრობენ.
ვიცი, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ისეთებიც, რომლებიც სწორად ფიქრობენ – ხვდებიან, რომ საპარლამენტო ტრიპუნიდან ოპონირება სწორია, მაგრამ, შესაძლოა, ისინი ამას ღიად ვერ საუბრობენ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურებში მონაწილეობაზე ბოიკოტს აცხადებს.