კომპანია, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, განცხადებას ავრცელებს

წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ში 1 მძარცველია შესული, რომელსაც 9 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა, გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

შექმნილ მდგომარეობაში თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემბისი”-ს უპირველესი ამოცანაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძარცვასთან დაკავშირებით საპარტულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირია. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზეა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები