ვაჟა სირაძე: მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და 1 შეიარაღებული თავდამსხმელია

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძარცვასთან დაკავშირებით საპარტულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ის შემთხვევის ადგილას ცოტა ხნის წინ მივიდა.

“სავარაუდოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირია. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზეა დაწყებული. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, თუ რით არის პირი შეიარაღებული.

მედიის წარმომადენლებს გთხოვთ, შევწყვიტოთ პირდაპირი ეთერით ტრანსლირება. თავი შევიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები