გიორგი ვაშაძე: ჩემთვის მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერა, მაგრამ პარლამენტში შესვლა რაიმე შეთანხმების გარეშე წარმოუდგენელია

“ვითარების გადაწყვეტის მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელშია”, – ამის შესახებ სტრატეგია „აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები მოგვიწოდენებენ შეთანხმებისკენ, კომპრომისებისკენ. ვითარების გადაწყვეტის მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელში არის.
პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭრა, ეს შეთანხმებაც ძალიან ღირებულია, მაგრამ პარლამენტში შესვლა რაიმე შეთანხმების გარეშე წარმოუდგენელია, მსგავს საკითხს არც კი განვიხილავ. პირველ ყოვლისა, საჭრიოა, რომ ძირეულ საკითხებზე შევთანხმდეთ, კოკრეტულ პროცედურებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის როგორც ხელახალი არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევეა, საარჩევნო სისტემა შეიცვალოს“, – განაცხადა გიორგი გაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები