ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 9 მილიონს გადააჭარბა და 45,882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში 9 მილიონი, კორონავირუსის ქეისი დადასტურდა, საიდანაც 45,882 ახალი შემთხვევაა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, დღეს ინდოეთში 9,004,365 ქეისიდან დაღუპულია 132,162 ადამიანი.
ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც 9-მილიონიან ნიშნულს გადასცდა.
ოფიციალური უწყებების ცნობით, კორონავირუსის პიკი ინდოეთში ამ თვეში ჩატარებულმა დივალის ფესტივალმა გაამძაფრა.