დავით ჭიჭინაძე: ბოიკოტი ის გარდაუვალი რეალობაა, რომელმაც ახალი არჩევნები უნდა მოიტანოს
“ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, რომ სულ აღარ დასჭირდება პოლიტიკური ძალები, ქვეყანა მშიერი ბუნტისთვისაა განწირული”, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოიკოტი არის გარდაუვალი რეალობა, რომელმაც ახალი არჩევნები უნდა მოიტანოს.
„ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ჭიჭინაძე აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს, ელისაშვილი, ბოკერია, ან ბურჯანაძე… ხალხი არ აღიარებს იმ მოცემულობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს. ხალხი ვეღარ ხედავს „ ოცნებასთან“ ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზას და აღარ ენდობა მათ. ხალხშია ცვლილებების მოთხოვნა, ქვეყანას სჭირდება ცვლილება და, ამიტომ, სწორედაც რომ ხალხს ვეღარ გააჩერებენ. თუ არა და, დასრულდება ეს საარჩევნო ბატალიები და რას შესთავაზებს „ოცნება“ მოსახლეობას?!“, – აცხადებს ჭიჭინაძე.