ზუგდიდში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა – არიან დაშავებულები
ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: Rustavi 2