გიორგი ხელაშვილი: სააკაშვილის მხრიდან საქმე გვაქვს სრულიად არაადეკვატურ შეფასებებსა და ქცევასთან

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, გიორგი ხელაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანლის ,,რუსეთის აგენტად,, მოხსენიებას გამოეხმაურა.

ხელაშვილის თქმით, საქმე გვაქვს სრულიად არაადეკვატურ შეფასებებსა და ქცევასთან.

„მარგინალიზაცია კარგი საქციელი არ არის, მით უმეტეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ნელ-ნელა ყველასთვის ცხადი ხდება, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად არაადეკვატურ შეფასებებსა და ქცევასთან. ეს რაც მალე დასრულდება, საქართველოსთვის, მთავრობისა და ოპოზიციისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს   “რუსეთის აგენტი” უწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები