გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან ცხადი სიგნალებია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც არსებული ინსტიტუტები და ფორმატები უნდა გამოიყენონ
„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, პარლამენტი არის ინსტიტუტი, რომელიც ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც პოლიტიკური დებატებისთვის უნდა გამოიყენოს.
„საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან ცხადი სიგნალებია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც არსებული ინსტიტუტები და ფორმატები უნდა გამოიყენონ. უპირველეს ყოვლისა, ესაა ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტი, პარლამენტი იმისთვის, რომ საუბარი, პოლიტიკური დებატები და ქვეყნის მშენებლობა გაგრძელდეს. ეს არის მთავარი და, ჯერჯერობით, მე ვერ ვიხსენებ რომელიმე განსხვავებულ აზრს საზღვარგარეთ, მით უმეტეს, დასავლეთიდან. შეიძლება, ამაზე რუსებს სხვა აზრი აქვთ, მათ უნდათ არეულობა და დესტრუქცია საქართველოში, მაგრამ, ჯერჯერობით, მათაც რამე ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამთ“, – განაცხადა ხელაშვილმა.