ზუგდიდში მამაკაცმა, სანადირო თოფიდან სახის არეში გასროლით, მეზობელი დაჭრა

ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში მამაკაცმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა.

“კვირას” ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა. აღნიშნული ფაქტი მეზობლებს შორის სიტყვიერი შეკამათების საფუძველზე მოხდა. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი უკვე სახლშია გაწერილი.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე 1970 წელს დაბადებული პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები