პოლიტოლოგთა ასოციაცია – ოპოზიციას: თქვენ საკუთარი დესტრუქციული ქმედებით მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს
საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურებიან.
როგორც პოლიტოლოგთა ასოციაციაში აღნიშნავენ, ოპოზიციამ დასავლეთისგან სერიოზული გზავნილი მიიღეს, რომ ისინი ყოველგვარ ზღვარს არიან გადასულები:
„ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ისე დასრულდა, რომ იგი ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ შეხვდა, აი, ეს არის მკაფიო გზავნილი ოპოზიციის მიმართ და ვიმედოვნებთ, გონს მოეგებიან. ოპოზიცია მუდმივად აპელირებს დასავლეთის გზავნილი მთავრობას… ამერიკის გზავნილი მთავრობას და ა.შ. ბატონებო, ამ შემთხვევაში დასავლეთიდან თქვენ მიიღეთ სერიოზული გზავნილი, რომ ყოველგვარ ზღვარს ხართ გადასულები და თქვენი ქცევებით პოლიტიკურ ცირკად იქეცით მაშინ, როცა რეგიონში სერიოზული დაძაბულობაა, თქვენ საკუთარი დესტრუქციული ქმედებით მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს და აღნიშნული დასავლეთში კარგად იციან. ასე როგორ დაეცით? რომ შეხვედრისა და ხსენების ღირსიც არ გახდით?! ესაა შედეგი თქვენი გამუდმებული ისტერიკის, დესტრუქციისა და გაუგონარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის წარმართვისა… გვითქვამს და კვლავ ვიმეორებთ, ჩვენი საზოგადოება გაცილებით პრაგმატულ, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს იმსახურებს და არა – იმ კლოუნთა ბალმასკარადს, რითაც უკვე ყველა დავიღალეთ… მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც”, – აღნიშნავენ პოლიტოლოგთა ასოციაციაში.