ნიკა მელია: ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, აქციები სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის იქნება

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის აქციები, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.

მისივე თქმით, აქციების მიმართ საერთაშორისო რეზონანსი უფრო და უფრო მაღალი იქნება.

„უდიდესი უმრავლესობა ერთ ჭკუაზე ვართ და ვამბობთ, რომ არჩევნები არ ჩატარდა ან გაყალბდა და იქეთ მხარეს არის ბატონი ოლიგარქი. ეს დაპირისპირება დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუ გაგრძელდება, აუცილებლად რეჟიმის მარცხით გაგრძელდება. სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, მსგავსი აქციები სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის იქნება. საერთაშორისო რეზონანსი სულ უფრო და უფრო მაღალი იქნება ამ აქციების მიმართ. მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა გვექნება, ქვეყანაში ჩავატაროთ არჩევნები, მერწმუნეთ, ქუჩაში არავინ გამოვა გასაპროტესტებლად, ყველა ვიქნებით მომართულნი იმისკენ, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს შესაძლებლობა არათუ ჩამოგვერთვა ამ რეჟიმის მიერ, არამედ საერთოდ გვითხრა, რომ არჩევნებს აღარ ჩავატარებთო“, – განაცხადა მელიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები