ნინო ბურჯანაძე: დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც გაყალბებულია

“დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული”, – ასე შეაფასა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ.

მისივე თქმით, ეუთო არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია, რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ სპექტრს რამე უბრძანოს.

„ეუთო-ს ვიცეპრეზიდენტი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი ეუთო-ს წესდებაც და ეუთო-ს ფუნქციებიც. ეუთო არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია, რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ სპექტრს რამე უბრძანოს. ეუთო ამბობს თავის მოსაზრებას. ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული. ეუთო/ოდირ-ის დასკვნა პირდაპირ მოიცავს იმ დარღვევებს, რომელიც ჩამოთვლილი იყო. ეუთო წერდა, რომ აუცილებელია ამ დარღვევების გამოსწორება. როდესაც მეორე ტურისა და შემაჯამებელი ოქმის შემდეგ დადგინდება, რომ ეს შედეგები გამოსწორებას არ ექვემდებარება, გარწმუნებთ, ეუთო/ოდირ-ის დასკვნა კიდევ უფრო მკაცრი იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები