სოზარ სუბარი: როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა და ასეთ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მჭიდრო ურთიერთობას, რომელსაც აშშ-სგან მუდმივად ვგრძნობთ

“როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა და ასეთ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელსაც აშშ-სგან მუდმივად ვგრძნობთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ახლა. როდესაც ზოგადად რეგიონში არის დაძაბული ვითარება და ასეთ პერიოდში სახელმწიფო მდივანი ჩამოდის სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებში, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ შეერთებული შტატებისგან – ეს არის დეოკუპაციის საკითხები თუ აშშ-საქართველოს ურთიერთობები, დასავლური ინტეგრაცია – ევროკავშირში იქნება თუ ნატო-ში“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია და ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები