კარლ ჰარცელი: გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში, სისხლის სამართლის დანაშაულია, მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან
“გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში, სისხლის სამართლის დანაშაულია”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის დაწვის ფაქტს.
ელჩის მოწოდებაა ყველა საჭირო რესურსის მობილიზება სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად.
”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში, სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.