გიორგი ხელაშვილი: მაიკ პომპეოს ვიზიტისას ქუჩის აქციები სრულიად ზედმეტია – აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს

“მაიკ პომპეოს ვიზიტისას განხილვის თემა იქნება საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოში მიმდინარე პროცესები, არ გამოვრიცხავ, ამერიკაში მიმდინარე პროცესებიც განიხილონ”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, ხელაშვილის თქმით, ოპოზიციას უფლება აქვს გამოიყენოს გამოხატვის ეს ფორმა, თუმცა თვლის, რომ ზედმეტია.

“მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში საქართველო აუცილებლად ყოფილიყო ნაწილი იმ ტურნესი, რომელსაც ახორციელებს. ეს ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავისი ალიანსების გამყარების თვალსაზრისით. განხილვის თემა იქნება საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოში მიმდინარე პროცესები, არ გამოვრიცხავ ამერიკაში მიმდინარე პროცესებიც განიხილონ. ჩემი აზრით, აქ ქუჩის აქციები სრულიად ზედმეტია, თუმცა, ოპოზიციას სრული უფლება აქვს, გამართოს საპროტესტო აქცია. აშშ-ის მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს”, – განაცხადა ხელაშვილმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოდის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები