ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პარლამენტი შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, იმ პერსპექტივაში არანაირი სიკეთე არ დევს, რომ ოპოზიციამ, შესაძლოა დაუშვას და არ შევიდეს პარლამენტში.
„მისაღებია სერიოზული ამოცანები, შესაბამისი ბიუჯეტი, კონკრეტული ამოცანების შესაბამისი სტრატეგიული მიმართულებებია ჩამოსაყალიბებელი. ასე რომ როდესაც ეს ორი თემა დევს, ვთქვათ ოპოზიციის საბოტაჟი და მეორეზე სახელმწიფოს ინტერესები, რასაკვირველია ამ ნაკლოვანების მიუხედავად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პარლამენტი შედგეს. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სუბიექტები ორი მთავარი ნიშნით იხელმძღვანელებენ – პირველი და მთავარი ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და ისტორიის წინაშე, რომლის ეს მონაკვეთი აუცილებლად იქნება მომავალი თაობების მიერ გაანალიზებული და მეორე პასუხისმგებლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომლისთვისაც საქართველოში სტაბილურობა არის ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.