მამუკა ხაზარაძე “სირცხვილის დერეფანზე”: ჩვენ ამ ფორმას ვემიჯნებით
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “სირცხვილის დერეფანს“ “ლელო” ემიჯნება.
“ჩვენ ამ ფორმას ვემიჯნებით, იმიტომ რომ, აქ საუბარია ჩვენს მოქალაქეებზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის არჩევანი. არა აქვს მნიშვნელობა ვის აძლევს იგი ხმას. შესაბამისად, ჩვენ არც ამ აქციაში ვიღებთ მონაწილეობას და უბრალოდ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ სიყალბეში არ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი პოზიცია.
სიყალბე იმიტომ არის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ძალიან სერიოზულად გაყალბდა, იქნა მოპარული ამომრჩევლის ხმა და ეს არ არის მარტო ოპოზიციის აზრი უკვე,“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.