მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე
მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე – www.gnerc.org/ge/covid-19.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.
„იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, ოთხივე თვეზე.
კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ“,- აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაციაში.