IRI: ქალების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში არსებული 14 პროცენტიდან 19 პროცენტამდე გაიზარდა

საერთო ჯამში, პროპორციული სიიდან არჩეულ იქნა 29 ქალი კანდიდატი, რის შედეგადაც ქალების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში არსებული 14 პროცენტიდან 19 პროცენტამდე გაიზარდა,- საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ,,ქართულმა ოცნებამ” და ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დააკმაყოფილეს გენდერული კვოტის მინიმალური მოთხოვნა – წარადგინეს ხუთი ქალი კანდიდატი პარტიული სიის პირველ ოცეულში, აქედან სამი – პირველ ათეულში.

,,17 გამარჯვებული ცხრა პოლიტიკური პარტიიდან სამს, პარტიული სიის პირველ ოცეულში ექვსი ქალი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელს“ – რვა. პატრიოტთა ალიანსმა და პარტიამ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ პარტიული სიის პირველ ნომრად ქალი კანდიდატი დაასახელეს. ეს უკანასკნელი იმ პარტიების მცირერიცხოვან სიას მიეკუთვნება, რომელთა ლიდერი ქალია, თუმცა მან ვერ გადალახა პარლამენტში შესასვლელად აუცილებელი ერთ პროცენტიანი ბარიერი. კიდევ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ „სამართლიანობისთვის“, რომლის ლიდერიც, ასევე, ქალი პოლიტიკოსია, პარტიული სიის ნახევარი ქალი კანდიდატებით დააკომპლექტა, თუმცა ბარიერის გადალახვა ვერც მან შეძლო. საერთო ჯამში, პროპორციული სიიდან არჩეულ იქნა 29 ქალი კანდიდატი, რის შედეგადაც ქალების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში არსებული 14 პროცენტიდან 19 პროცენტამდე გაიზარდა. არჩეული ქალი კანდიდატებიდან 15 მიეკუთვნება ქართულ ოცნებას, რვა – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ორი – სტრატეგია აღმაშენებელს, ერთი – ლელოს, ერთი – გირჩს და ერთი – პატრიოტთა ალიანსს. ევროპული საქართველო კანდიდატებს პარტიულ სიაში ადგილებს მეორე ტურების შემდგომ მიანიჭებს“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები