გიორგი კახიანი: სააკაშვილი ფიქრობს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და მოსახლეობის მდგომარეობა მისთვის მეორეხარისხოვანია

სააკაშვილი ფიქრობს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და მოსახლეობის მდგომარეობა მისთვის არის მეორეხარისხოვანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ თავშეყრებს მოჰყვება თუ არა ეპიდსიტუაციის გამწვავება და ა.შ. ეს სააკაშვილს ნაკლებად აინტერესებს.

„ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, რა განცხადებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილი. რაიმე პროტესტის გამოხატვა თუ სურს ვინმეს, ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს მოყვება შესაბამისი რეაგირება.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მიხეილ სააკაშვილისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია მისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და შემდგომ ფიქრობს მოსახლეობაზე. ასეთ თავშეყრებს მოჰყვება თუ არა ეპიდსიტუაციის გამწვავება და ა.შ. ეს მას ნაკლებად აინტერესებს. იგი ამბობს კიდეც, მერე რა მოხდა, თავის დროზე „კოვიდი“ მეც მაქვს გადატანილიო. რაღაც მსგავსი კომენტარი გააკეთა.

რეალურად, ეს არის მისი პოლიტიკური სახე, იგი ფიქრობს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და მოსახლეობის მდგომარეობა მისთვის არის მეორეხარისხოვანი. მე მგონი, საზოგადოებისთვის სიახლე არ არის და საზოგადოებამ ყველაფერი ეს ძალიან კარგად იცის. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილი თავისი ასეთი სახის დემონსტრირებას პერიოდულად ახდენს და ეს მომავალშიც მოხდება“, – განაცხადა კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები