გიორგი კახიანი: კარგია, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო და ასევე მისასალმებელია ის კომენტარები, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკებების შემდგომ გაკეთდა

“მივესალმებით, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო და, ერთი შეხედვით, ასევე მისასალმებელია ის კომენტარები, რომლებიც ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მოლაპარაკებების შემდგომ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე იმსჯელოს.

„ვგულისხმობ ამ კომენტარების კონსტრუქციულობასა და სურვილის იმისა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ასეთივე კონსტრუქციული დამოკიდებულება, საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი.
რაც შეეხება კომპრომისს, მგონია, ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსახლეობის ნებიდან მოხდება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. ანუ მოსახლეობის გადაწყვეტილების რევიზია, ბუნებრივია, ვერ მოხდება ვერანაირად.
შევეცდებით, რომ ჩვენი სწორი პოზიციები ავუხსნათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე გამოხატა თავისი ნება. ეს ნება არის უზენაესი ხელისუფლებისთვის და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც უნდა იყოს მთავარი და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები