“შაქარაშვილის საქმეზე” ბრალდებულის ადვოკატი: დღეს სასამართლომ 6 ახალგაზრდას მომავალი მოუსპო
18 ივნისს გარდაცვილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი ცოტა ხსნის წინ გამოაცხადა.
“გიორგი შაქარაშვილის საქმეზე” მოსამართლემ 6 პირი პატიმრობაში დატოვა.
პროცესის დასრულების შემდეგ, არასრულწლოვან ლ.შ-ს ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელ დღეს აღსრულდა ის სცენარი, რომელიც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს.
„სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ყველა გაამტყუნა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი. დღევანდელ დღეს აღსრულდა ის სცენარი, რომელიც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. დღეს სასამართლომ 6 ახალგაზრდას მომავალი მოუსპო. ამ საქმეში არცერთი ბრალდებულის მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად, მოსამართლემ თავისი სუბიექტური აზრით გამოიტანა განაჩენი. ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ექვს არასრულწლოვანს სასამართლო ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.