ნათელაშვილი: პომპეოს დაშანტაჟება შეუძლებელია, როდესაც იგი კონგრესმენი იყო, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ

მაიკ პომპეო არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილი მაიკ პომპეოს შესაძლო დაშანტაჟების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც გუშინ გია ბარამიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ იგი არ არის პიროვნება, რომელიც სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევა.

„პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და, შეიძლება ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები