“გადათვლა ისე ვეღარ უშველის არჩევნების საკითხს, როგორც – მიცვალებულს რეანიმაცია” – შალვა ნათელაშვილი

“არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა. არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ახალი ადმინისტრაცია, ვინც არჩევნებს ხელახლა ჩაატარებს.
„არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა. არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი -უნდათ ცესკო-ს მიერ, უნდათ უმაღლესი სასამართლოს მიერ – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, ორ თვეში უნდა ჩატარდეს, რომელიც შეიძლება, იყოს ეუთო-დან და ევროკავშირიდან დაკომპლექტებული. გადათვლა ისე ვეღარ უშველის არჩევნების საკითხს, როგორც – მიცვალებულს რეანიმაცია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები