თამარაშვილის ქუჩაზე, 7-სართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 7-სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არის.

„თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს ოთხი ეკიპაჟი და ხანძარი ლოკალიზებულია. გავრცელების საფრთხე არ არის. ბინაში აღმოჩენილია 1 მამაკაცის ცხედარი“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები