გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

16 თებერვალს გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ვერ მოხდა და ბრალდებულს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა, საქმის განხილვა კი ამ დროში ვერ მოხდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე განიხილა. კობიაშვილს თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთა ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები