გიორგი კახიანი: ოპოზიციური პარტიები ჩიხში აღმოჩნდებიან, იმდენი არ გააკეთონ, რომ თავისი განცხადებების ტყვეობაში მოიქციონ თავი
„საზოგადოება ხედავს იმას, რომ ოპოზიციის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებები. ძალიან მარტივია იმის დანახვა, რომ ის, საითკენაც მიჰყავს პროცესი ოპოზიციას, არის პოლიტიკური ჩიხი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც კახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ოპოზიციამ იმდენი არ უნდა გააკეთოს, რომ თავისი განცხადებების ტყვეობაში მოიქციოს თავი.
„საზოგადოება ხედავს იმას, რომ ოპოზიციის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებები. ძალიან მარტივია იმის დანახვა, რომ ის, საითკენაც მიჰყავს პროცესი ოპოზიციას, არის პოლიტიკური ჩიხი და ძალიან მალე ამ ჩიხში აღმოჩნდებიან ისინი და მოუწევთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. იმდენი არ გააკეთონ, რომ თავისი განცხადებების ტყვეობაში მოიქციონ თავი, როდესაც ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის დიდი ნაწილი მაინც და როცა სიმართლე არის შენს მხარეს, ბუნებრივია, მათ სხვა გამოსავალი არ დარჩებათ. მგონია, რომ მეორე ტურის არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას და ასეთ პოზიციას, სავარაუდოდ, ძალიან მალე დააფიქსირებენ. ერთადერთი საფუძველი, თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, იქნება ის, რომ ხვდებიან, მეორე ტურშიც დამარცხდებიან და თავისი მარცხი ცდილობენ შენიღბონ ბოიკოტის პოზით, მაგრამ ყველანაირი საღი აზრი მიდის იქითკენ, რომ მათ საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი დამსახურებაა ის, რომ მივეცით ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ პარტიებს შანსი იმის, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში იყვნენ წარმოდგენილი. 9 პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ასეთი სურათი როდის იყო? ჩვენი მხრიდან ეს პარლამენტის პლურალიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და პარტიებმა ეს უნდა გააცნობიერონ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.