,,ქართულმა სახლმა” კანონიერი გაფიცვის მონაწილე 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა
,,ქართულმა სახლმა” კანონიერი გაფიცვის მონაწილე 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს და აქციას აანონსებს.
პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
,,ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე დასაქმებულები და აქტივისტები თსუ-ს I კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით დაიძრებიან სუპერმარკეტ კარფურის (კარფურის ქსელში მდებარეობს კომპანიის სტენდები, სადაც მუშაობდნენ დასაქმებულები, ჭავჭავაძის 37) მიმართულებით, სადაც, 15:00 საათზე, გაიმართება მასშტაბური აქცია.
,,ქართულ სახლში’’ (ოპერირებს დელისიას სახელით) დასაქმებულებმა ხელფასების რამდენიმეთვიანი დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.
მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.
2020 წლის 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს შემდეგი მოთხოვნებით:
– სამსახურიდან გათავისუფლებულთა აღდგენა;
– ჯარიმის სახით წართმეული თანხის დაბრუნება;
– შრომის პირობების გაუმჯობესება.
დღის ბოლოს კომპანიამ კანონიერი გაფიცვის 13 მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები რჩება იგივე – სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 17 თანამშრომლის აღდგენა, ჯარიმის სახით წართმეული თანხის დაბრუნება და სახით წართმეული თანხის დაბრუნება,”- ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციაში.