სალომე სამადაშვილი: ვიმედოვნებ, პომპეოს ვიზიტი წაადგება ქვეყნის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას წაადგება.
მისივე თქმით, პომპეოს ვიზიტის მიზანია, რომ აშშ-მა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.
“ვიზიტის პირველი მიზანი არის სწორედ ის, რომ აშშ-მა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში. იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე გზავნილები, რომელიც სახელმწიფო მდივანს ექნება ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ვიზიტი წაადგება ქვეყნის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება.