ზაალ უდუმაშვილი: უმჯობესი იქნება, თუ მაიკ პომპეო უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არამედ – მთლიანად საზოგადოებისთვის, რა გზავნილები ექნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მაიკ პომპეო ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არამედ – მთლიანად საზოგადოებისთვის, რა გზავნილები ექნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. რაც შეეხება შეხვედრებს, ჯერჯერობით, რაც წავიკითხე, შეხვედრები არის ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც ასეთი რანგის დიპლომატი ჩამოდის ის ძალიან კარგად არის ინფორმირებული ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მათ შორის, ოპოზიციის პოზიციაზეც, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარება ქვეყანაში”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები