იაპონიის ელჩი: იაპონიამ წამოიწყო უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. იაპონიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. დასასრულს, მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

“მოხარული ვარ, რომ იაპონიასა და საქართველოს ჯანდაცვის მიმართულებით საერთო ხედვა გვაქვს. ჩვენ პანდემიის შუაგულსა და ვაქცინის მოლოდინში ვართ. უახლოეს მომავალს ბევრად უფრო პოზიტიურ ჭრილში ვხედავ. ვაქცინის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თანაბარი შესაძლებლობების გაზიარება. სწორედ ამიტომ, იაპონიამ წამოიწყო უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდება. ამ იდეას ჯანდაცვის მინისტრმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც ძალზე სასიხარულოა”, – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები