მიხეილ სააკაშვილი: თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – მაიკ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის.

“საქართველოში არჩევნები არის გაყალბებული, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის. დაგვჩაგრეს და შევირგეთ, ვერ დაგვჩაგრავენ და არც შევირგებთ. დედის რძესავით რომ უნდა შეგვარგონ, არ გამოვა. ქართველ ხალხს სიამაყე და ღირსების განცდა აქვს”, – განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

ცნობისთვის,საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები