მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, სამართალდარღვევა გამოვლინდა.
“თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ო.კ. მართავდა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა და ,,ბათუმის” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ვიზუალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლინდა 10740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, პოლიეთილენის ფირი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60144 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.