გიგი უგულავა: დაგვაჯარიმებენ? არაუშავს, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება

შსს-ს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვების ფონზე ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მოხდება, რომლებიც 22:00 საათის მერე გადაადგილებაზე კანონს არ დაემორჩილებიან, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.

როგორც “კვირასთან” საუბრისას გიგი უგულავამ განაცხადა, 22:00 საათიდან ამოქმედებულ რეგულაციებს კავშირი არ აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

“ეს რეგულაციაც უკანონოა. როდიონოვმა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ შემოიღო “კომენდანტის საათი”, ეს პოლიტიკური რეპრესიებისთვისაა და კავშირი არ აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან. ამით კიდევ ჩანს, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს ეფექტურ ბრძოლას კორონავირუსთან, არამედ ყველაფერში მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლას ხედავს. ჩვენ ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები, მაგრამ უკანონობას არ ვიღებთ. ამიტომაც ვართ აქ. დაგვაჯარიმებენ? არაუშავს. სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება”, – განუცხადა “კვირას” გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები