ვაჟა სირაძე: პარლამენტთან აქციაზე შეშის შეტანას შესაძლოა, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხე შეექმნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანა სამართალდამცავებმა აღკვეთეს იმიტომ, რომ მას შესაძლოა, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოქალაქეებს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის საშუალება არ მისცეს.

“შეშა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციას ამ ნივთის შეტანის შეზღუდვის უფლება აქვს. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებების გამოყენებით. მოიტანონ და გათბნენ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები