ნიკა მელია აქციის მონაწილეებს: გვინდა, რომ იყოთ შემართებით, მხნედ, მათ შორის შაბათი დღისთვის, ამიტომ ვერცერთს ვერ დაგავალდებულებთ აქ დარჩეთ

“გვინდა რომ ენერგია შემოგანახინოთ, გვინდა, რომ იყოთ შემართებით, მხნედ, მათ შორის შაბათი დღისთვის, ამიტომ ვერცერთს ვერ დაგავალდებულებთ აქ დარჩეთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მელიამ, ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია შაბათს, 15:00 საათზე დააანონსა.

“გვინდა რომ ენერგია შემოგანახინოთ, გვინდა, რომ იყოთ შემართებით, მხნედ, მათ შორის შაბათი დღისთვის, ამიტომ ვერცერთს ვერ დაგავალდებულებთ აქ დარჩეთ. მე ბუნებრივია, მეგობრებთან ერთად ვრჩები. ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბებიები, ბაბუები და უფროსი ასაკის ადამიანები დარჩნენ. სწორად გამიგეთ, მაგრამ მოცემულობა ისეთი შექმნა ამ რეჟიმმა გონივრულები და პრაგმატულები უნდა ვიყოთ”,- განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები