თენგიზ ცერცვაძე: თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში, მაინც არ გვეყოფა

“თუ ასე უსასრულოდ გაგრძელდება შემთხვევების მატება და არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში თავისი ექიმებით, მაინც არ გვეყოფა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

“თუ ასე უსასრულოდ გაგრძელდება შემთხვევების მატება და არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში თავისი ექიმებით, მაინც არ გვეყოფა. ამიტომ, მუდმივად ასე კი არ უნდა დავსვათ კითხვები, რამდენს აიტანს კლინიკური სექტორი, არამედ არ მოვუწყოთ ასეთი გამოცდა კლინიკურ სექტორს და შევეცადოთ ყველანაირად, ეს იქნება ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტრო თუ მოქალაქეები, რომ როგორმე ეს დრამატული ზრდა შეწყდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები