შსს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობაში შეჭრას.
ცნობისთვის, გვიან ღამით ცესკო-სთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ისინი მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათი მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ცესკო-ს შენობასთან შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა გვიან ღამით წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ხალხმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის გარღვევა სცადა.