თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 9 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, IVა და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, ჩხიკვაძის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ტყეკულტურის, არგვეთის, ზაქარაიასა და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მარშალ გელოვანის გამზირისა (ნაწილობრივ) და იასამნის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილისა და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ხარაბაძის, ივერიელისა და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები