შალვა ნათელაშვილი – ასეთ გრიპის სეზონში ჰიტლერსაც კი, არ გაუწუწია ცივი წყლით ებრაელები
„ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცესკოსთან გამართულ აქციაზე მომიტინგეების, წყლის ჭავლით დაშლაზე კომენტარი გააკეთა.
„ცინიზმია, ივანიშვილი ვითომ, უფრთხილდება ჩვენს ჯანმრთელობას, ხვალიდან აცხადებს კომენდანტის საათს, რომ არ გავცივდეთ, კორონა არ შეგვხვდეს და ათასობით ადამიანი დღეს გაწუწა ცივი წყლით.
ფაქტობრივად ყინვაა დაწყებული და თოვლი მოდის მთიან რეგიონებში. ასეთ გრიპის სეზონში, ჰიტლერსაც კი, არ გაუწუწია ცივი წყლით ებრაელები. ხალხი რეგიონებიდან არიან ჩამოსულები, ტანსაცმელსაც ვერ გამოიცვლიან, განწირულები არიან.”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა