ცესკო-სთან შეკრებილებს შალვა ნათელაშვილი და ნიკა მელია შეუერთდნენ
ამ წუთებში, აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცესკო-სთან არიან შეკრებილები “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია შეუერთდნენ.
პარალელურად სპეციალური ტექნიკიდან აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ ტერიტორიას თუ არ დატოვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება გამოყენებული.
ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირი და პოლიციის კორდონი გაარღვიეს.