სამართალდამცველები ცესკო-სთან შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებენ
სამართალდამცველები ცესკო-სთან შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებენ , წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გამოიყენებენ
აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცესკო-სთან არიან შეკრებილები სამართალდამცველები მოუწოდებენ დაშლისკენ. როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გამოიყენებენ.
სპეციალური ტექნიკიდან აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ ტერიტორიას თუ არ დატოვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება გამოყენებული.
ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირი და პოლიციის კორდონი გაარღვიეს.