საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოზურგეთის რაიონული პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალების გამო.
ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა.
პროკურატურაში საქმიანობის პერიოდში ფრიდონ ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის მრავალჯერ დაჯილდოვდა. 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცა. საქართველოს პროკურატურა ამ უდიდესი დანაკარგის გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში