„სამართალი აუცილებლად ჭამს პურს“ – ანა დოლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შოთის პურით მივიდა
მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა.
იგი სასამართლოში საოლქო კომისიის ოქმების გასაჩივრებისთვის მივიდა.
„სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ აქ მოვიტაენე საოლქო კომისიების ყველა ოქმი და გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერცერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჩინი რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში საარჩევნო ოქმების გასაჩივრება დაიწყო. საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.