საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა “აეროპორტის” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა, მკაცრად აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას  ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (საერთო წონით: 137 გრამი, 217 აბი და 10 ფირფიტა) ამოიღეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები